შუალედური საპარლამენტო არჩევნები მარტვილში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაიმე სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი არ ფიქსირდება. თუმცა ორ საარჩევნო უბანზე პროცესი დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც ტექნიკური პრობლემები გახდა.
მარტვილში სულ 39 უბანი და 33 543 ამომრჩეველია. გამარჯვებისთვის კი სულ ორი კანდიდატი იბრძვის. „ქართული ოცნებიდან“ სოსო დანელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ კი ეთერ მეძველია.
შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ხობშიც, სადაც საკრებულოშ სოფელ გურიფულის მაჟორიტარს ირჩევენ. ამ შემთხვევაშიც გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, „ქართული ოცნებიდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“.
საარჩევნო პროცესი ხობშიც ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები