„პატრიოტთა ალიანსის“ მარტვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, ადა მარშანიას მტკიცებით, ხელისუფლება მარტვილში არჩევნების გაყალბებას გეგმავს, რა მიზნითაც ამომრჩევლების მოსყიდვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, კოალიცია ჩხოროწყუს რაიონიდან ხალხის მარტვილში ჩაყვანას და გაყალბებული დოკუმენტებით მათი, როგორც მარტვილელი ამომრჩევლების, პროცესში ჩართვას აპირებს.
„ეს არის კანონის უხეში დარღვევა და არჩევნების შეურაცხყოფა“, - აცხადებს მარშანია.
შეგახსენებთ, რომ შუალედური საპარლამენტო არჩევნები დღეს ორ რაიონში - მარტვილსა და საგარეჯოში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები