„ქართული ოცნების“ მარტვილის საარჩევნო შტაბში „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია.
შტაბის იურისტის გოჩა ავალიანის თქმით, ოპონენტი პარტია მათ წინააღმდეგ გაყალბების ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანს.
„ცალსახად გეტყვით, რომ არჩევნები მარტვილში უპროცედენტოდ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ამომრჩეველს აქვს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ჩვენს ოპონენტს აქვს კონკრეტული ფაქტი, შეუძლია სამართალდამცველ ორგანოებს მიმართოს და ამას დაუყოვნებლივ მოყვება რეაგირება. თუმცა, ეს ქალბატონი ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანს, იმიტომ რომ ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს ავალიანი.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მარტვილის საარჩევნო შტაბის უფროსის ადა მარშანიას მტკიცებით, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებას გეგმავს, რა მიზნითაც ამომრჩევლების მოსყიდვა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები