თქვენ დაგჭირდებათ ☛
• 400 გ. ფქვილი.
• 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
• 1 ს.კ. ლიმონის ცედრა.
• 200 გ. კარაქი.
• ½ ღერო მწვანე ხახვი.
• ½ ც. ცუკინი.
• 200 გ. ორაგული.
• 4 ც. კვერცხი.
• 100 გ. ორაგული (მარილის მცირე რაოდენობით).
• 150 მლ. ნაღები 30%-იანი.
• მარილი და ბაჰარი გემოვნებით.
✔ ცივი კარაქი დაჭერით და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ ფქვილი, 2 ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და ლიმონის ცედრა. მოზილეთ ცომი.
✔ ცომი დააგუნდავეთ, გაახვიეთ პარკში და შედგით მაცივარში, 1 საათით. ცომი მოათავსეთ ფორმაში, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი ზევიდან მოაყარეთ ლობიო ან რაიმე მარცვლეული და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 10-15 წუთი. გაიმეორეთ, და მოაცალეთ ლობიოიანი ქაღალდი.
✔ წვრილად დაჭერით ხახვი. ცუკინი დაჭერით კუბიკებად და მოთუშეთ ხახვთან ერთად, კარაქსა და ზეთში. ორაგული დაჭერით კუბიკებად, დაყარეთ ტაფაზე, სადაც ხახვი და ცუკინია და კიდევ 4 წუთი თუშეთ.
✔ მზა ორაგული და ბოსტნეული გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ დარჩენილი კვერცხი და ნაღები და კარგად ამოურიეთ.
✔ მიღებული მასა, ფრთხილად გადაანაწილეთ ცომზე. ორაგული (100 გრ.) დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, და მოაწყვეთ ცომზე. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთით. ოდნავ გააგრილეთ და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები