სტარტაპი Starship Technologies-ის ფარგლებში ბორბლებიანი რობოტების პარკის შექმნა იგეგმება. რობოტები კლიენტებს საქონელს მიუტანენ, განაცხადა კომპანიამ პრესრელიზის საშუალებით.
Skype-ის თანადამფუძნებლებმა, იანუს ფრიისმა და აჰტი ჰეინლმა გაუშვეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც რობოტები საქონლის ლოკალური მიწოდებით დაკავდებიან.
მანძილი, რომლის ფარგლებშიც მოხდება მანქანების მიერ საქონლის მიწოდება, 5 კილომეტრამდეა. რობოტები 6.5 კმ/სთ-ში სიჩქარით გადაადგილდებიან, ირეაგირებენ შუქნიშნებზე და შეძლებენ სხვადასხვა წინაღობების დაძლევას. გარდა ამისა, რობოტები შეძლებენ 18 კგ-მდე ტვირთის გადაზიდვას. როცა რობოტი საკონტროლო წერტილში მივა, შემკვეთი, საბარგულის გაღებას ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით შეძლებს და შეკვეთილ საქონელს მიიღებს. საქონლის მიწოდება 5-დან 30 წუთამდე დროის მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები