გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით ელექტროენერგია შეეზღუდებათ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1079 აბონენტს (სოფლები: ჩხორია, ტყაია, ჭკადუაში).
ამავე დროით შეეზღუდება ენერგომომარაგება წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 1183 აბონენტს (სოფლები: ლია, ფახულანი).
დღესვე გამოირთვება ქვესადგური „ხობის“ 10 კვ ფიდერები: ფიდერი „რაიცენტრი“,11:00 საათიდან 12:30 საათამდე დაფიდერი „ჩაის კომბინატი“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე.
10:30 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 4947 აბონენტს ( 2100 აბონენტი დაბა ჯვარი და 2847 აბონენტი სოფლები: ოლორი, ჩქვალერი, მუჟავა, ჭალა, გამამდიდრებელი, კაშხალი).
ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები