თქვენ დაგჭირდებათ ☛
• 3 ც. ვაშლი.
• 175 გ. ფქვილი.
• 80 გრ. შაქარი.
• 175 გ. კარაქი.
• 50 გ. ქიშმიში.
• ½ ჭ. ბრენდი.
• დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
✔ ვაშლი გათალეთ და დაჭერით, საშუალო ზომის კუბიკებად. ამავდროულად, ადუღებულ წყალში ჩადეთ ქიშმიში და დაუმატეთ ბრენდი.
✔ გაადნეთ ცოტაოდენი კარაქი ტაფაზე და ვაშლის რბილობი შებრაწეთ, სანამ არ დარბილდება. მას შემდეგ რაც დარბილდება დაუმატეთ ბრენდი, მოაყარეთ დარიჩინი. გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ ალკოჰოლი ბოლომდე არ აორთქლდება.
✔ ცალკე ჯამში აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შაქარი, კარაქი. დაუმატეთ ვანილი და დარიჩინი. ცომი არ უნდა იყოს ერთიანი მასა.
✔ საცხობ ფორმაში მოათავსეთ ვაშლი, ზევიდან მოასხით ის წვენი, რომელიც მისი მოთუშვის შემდეგ დარჩა ტაფაზე. მოაყარეთ ქიშმიში და ბოლოს ცომი. შედგით 210 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები