უმსხვილესმა ონლაინ-მაღაზია Amazon-მა, სიეტლის უნივერსიტეტში პირველი ოფლაინ-მაღაზია გახსნა, სადაც წიგნებს გაყიდის.
Amazon-ი წიგნებს ინტერნეტში უკვე 20 წელია ჰყიდის და ახლა სიეტლის უნივერსიტეტის მაღაზიაში უკვე 6 ათასი წიგნი აქვს, რომელთა ფასები Amazon.com-ზე არსებული ფასების იდენტურია.
„Amazon Books-ი, Amazon.com-ის ფიზიკური მოედანია. ჩვენ ონლაინ-გაყიდვების 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს, რაც წიგნებით ონლაინ და ოფლაინ ვაჭრობის უპირატესობებს აერთიანებს“, -განაცხადა Amazon Books-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯენიფერ კესტმა.
„მაღაზია ასევე მნიშვნელოვანია რეკლამის თვალსაზრისით, ვინაიდან ბრენდი Amazon-ი, მუდმივად მომხმარებლის თვალთახედვაში იქნება“, - ამბობენ რითეილ-ანალიტიკოსები.
მასალის გამოყენების პირობები