2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე შემუშავებული აქვს.
კანონის შესაბამისად ის საკრებულოს განსახილველად 2015 წლის 15 ნოემბერს წარედგინება.
როგორც "ათინათს" მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ განუმარტა, 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება; კულტურის, განათლების,სპორტის, ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების ხელშეწყობა და ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა იქნება.
ამასთან, "ათინათს" ქალაქის საკრებულოს პრესსამსახურში განუმარტეს, რომ უწყება 10 დღის ვადაში პროექტს შეისწავლის და ამავე ვადაში შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მერიას დაუბრუნებს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, შენიშვნები გაითვალისწინოს და 10 დეკემბრამდე ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს. 10 დეკემბრიდნ არაუგვიანეს 31 დეკემბრამდე კი საკრებულომ ახალი ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.
მასალის გამოყენების პირობები