რუბრიკები
Google ელექტრონულ წერილებს თქვენს მაგივრად დაწერს
Gmail-ის ახალი ფუნქცია "smart reply" იყენებს ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ ელექტრონული ფოსტით მიღებულ წერილებს ყველაზე შესაბამისი პასუხები გასცეს. იმეილი შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო მარტივი გახდეს, თუმცა მომუშავე პერსონალისთვის ხანდახან ის დროის ნამდვილი კარგვაა, რადგან საათობით უწევთ წერილების წაკითხვა და პასუხის გაცემა. ჯიმეილი გუგლმა საზოგადოებას 2004 წელს წარუდგინა, თუმცა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მას სამუშაო პირობებში კვირაში 13 საათი მიაქვს. ამის გამოსასწორებლად ინტერნეტის გიგანტმა შექმნა Smart Reply, ის უზრუნველყოფს ზოგიერთ წერილზე მოკლე პასუხების გაცემას. ზოგ იმეილს სჭირდება გრძელი პასუხი, რომელიც გამოხატავს ადამიანური მზრუნველობას, ყურადღებას. არის წერილები, რომლებისთვისაც მოკლე პასუხები სავსებით საკმარისია. იმეილის საპასუხო ველში გამოჩნდება შესაძლო 3 პასუხი, რომელსაც იუზერი სურვილის მიხედვით აირჩევს. შესაძლებელი იქნება წერილის რედაქტირებაც. Google-ის თქმით, ჯიმეილის ახალი თვისება ამ კვირის ბოლოს ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი Android-ის და iOS-ის მომხმარებლებისთვის. უცნობია როდის ინტეგრირდება "Smart Reply" Gmail-ის კომპიუტერულ ვერსიაში. წყარო : goodnews.on.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.