მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში, მდინარე ტვიბრას კალაპოტის რკინა-ბეტონის ფილებით გამაგრება მიმდინარეობს.
ხეობაში მეწყრული ზონაა, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ზუგდიდი-მესტიის გზას საფრთხეს უქმნიდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ მეწყრულ–ღვარცოფული ნაკადი მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე გათვლილ რკინაბეტონის წყალგამტარ არხში გაივლის.
არხის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 80% შესრულებულია. პროექტი 2015 წლის ბოლოს დასრულდება.
არხის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თი ემ“ აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები