„ათინათში“ საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
17:07 / 05.11.2015
ასოციაცია „ათინათში“ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კონსორციუმის პროექტის „LIFE Georgia“ ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტი „LIFE Georgia“ გააცნო. მას არასამთავრობო ორგანიზაციები: „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF), “ათინათი“, „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ , განათლება დემოკრატიისთვის“, სამართლებრივი დახმარება საქართველო“ და „ვორლდ ვიჟენ საქართველო“ ახორციელებენ.
პროექტის „LIFE Georgia ( საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა) მთავარი ამოცანაა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ - ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობი გზით. აღნიშნული შემდეგი ღონისძიებებით მიიღწევა: სამეწარმეო და ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარება და ბიზნეს იდეების დაფინანსება, პროფესიული განათლება, კონსულტირება, კურსდამთავრებულების სტაჟირება და სხვ.
პროექტი სამეგრელოსა და შიდა ქართლში ხორციელდება და მას ევროკავშირი აფინანსებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები