ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ( სიდა) აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტი "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" გააცნო.
საგრანტო კონკურსის მიზანია, დეცენტრალიზაციის, რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის რეფორმების და განვითარების პროცესის გააქტიურება ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფის გზით. იგი ასევე ხელს შეუწყობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO), ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) პოტენციალის ამაღლებას პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის სფეროში.
პროექტი იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შემდეგი რეგიონიდან: ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობისთვის.
განსაკუთრებით წახალისდება ინოვაციური იდეების შემცველი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ და ადგილობრივ საჭიროებების დაკმაყოფილებას. საერთო ჯამში, მცირე გრანტების პროგრამისთვის გამოყოფილია დაახლოებით 600,000 აშშ დოლარი. ინდივიდუალური გრანტები უნდა იყოს არანაკლებ 5,000 ლარისა და არ უნდა აღემატებოდეს 50,000 ლარს. დაგეგმილია საგრანტო განაცხადებისს მიღების ორი ეტაპი, 2015 და 2016 წლებში. მეორე ეტაპი გაიმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი პირველი ეტაპიდან ბიუჯეტში თანხა დარჩება.
საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2015 წლის 19 ნოემბრის 18:00 საათამდე.
მასალის გამოყენების პირობები