რუბრიკები
ზუგდიდში არასამთავრობოებს მცირე გრანტების პროგრამა გააცნეს
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ( სიდა) აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტი "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" გააცნო. საგრანტო კონკურსის მიზანია, დეცენტრალიზაციის, რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის რეფორმების და განვითარების პროცესის გააქტიურება ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფის გზით. იგი ასევე ხელს შეუწყობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO), ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) პოტენციალის ამაღლებას პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის სფეროში. პროექტი იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შემდეგი რეგიონიდან: ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით წახალისდება ინოვაციური იდეების შემცველი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ და ადგილობრივ საჭიროებების დაკმაყოფილებას. საერთო ჯამში, მცირე გრანტების პროგრამისთვის გამოყოფილია დაახლოებით 600,000 აშშ დოლარი. ინდივიდუალური გრანტები უნდა იყოს არანაკლებ 5,000 ლარისა და არ უნდა აღემატებოდეს 50,000 ლარს. დაგეგმილია საგრანტო განაცხადებისს მიღების ორი ეტაპი, 2015 და 2016 წლებში. მეორე ეტაპი გაიმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი პირველი ეტაპიდან ბიუჯეტში თანხა დარჩება. საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2015 წლის 19 ნოემბრის 18:00 საათამდე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.