კახა მიქაია: „ნაციონალ“ „ზონდერებს“ ჩემთვის ტრიბუნის წართმევა სურდათ, მაგრამ არ გამოუვათ“ (ვიდეო)
15:12 / 06.11.2015
ზუგდიდის რაიონის საკრებულოს დღევანდელ სხდომას დეპუტატი კახა მიქაია ეხმაურება.როგორც თავად აცხადებს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ღიმილით შეხვდა. „ხუთი თვეა ველოდები, თუმცა აქამდე საკრებულომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ვაცხადებ, რომ ეს არის მცდელობა, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებული „ნაციონალებისა“, როლანდ ახალაიას შტაბის უფროსების, მისი კუდის თანამშრომლების, სააკაშვილის „ზონდერების“ და გორზიას ბიზნესპარტნიორების, მე წამართვან ტრიბუნა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი კრიტიკული ხმა, რომელიც პოზიტივისკენაა მიმართული, მომავალშიც გაისმება. თუ დღეს დავკარგე, საკრებულოს ტრიბუნა, იმედია, ახლო მომავალში, წლების მანძილზე აკრძალული „რუსთავი 2“-ის ეთერი ჩემთვის გაიხსნება. მადლობელი ვარ და კმაყოფილი რომ აღარ ვარ საკრებულოს წევრი“, - აცხადებს მიქაია. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიქაიასთან ერთად უფლებამოსილება შეუწყდა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ დეპუტატს, კორცხელის მაჟორიტარ ცოტნე მურღულიას, რომელიც, როგორც სხდომაზე აღინიშნა, ლონდონში სასწავლებლად იმყოფება. საკრებულოს საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ არც ერთ მათგან გაცდენების საპატიო მიზეზის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ და დღევანდელი გადაწყვეტულების საფუძველიც სწორედ ეს გახდა. მიქაიას შემთხვევაში, მას სიით მომვდენო - ჯონი ზარანდია ჩაანაცვლებს, მურღულიას შემცვლელის ვინაობა კი შუალედური ადგილობრივი არჩევნებით გაირკვევა, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები