2016 წლის მაისში ზუგდიდში შუალედური ადგილობრივი არჩევნები გაიმართება.
ზუგდიდის რაიონის საკრებულოს სამანდატო-იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მაიზერ ნანავას განმარტებით, ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს დეპუტატს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ცოტნე მურღულიას, რომელიც სოფელ კორცხელის მაჟორიტარი-დეპუტატი იყო, უფლებამოსილება შეუწყდა.
საკრებულომ მურღულიასთან ერთად უფლებამოსილება დღეს უწყებაში „ქართული ოცნების“ კვოტით შესულ დეპუტატს კახა მიქაიას შეუწყვიტა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული და ამის მიზეზად კახა მიქაიას და ცოტნე მურღულიას გაცდენები დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები