ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ და მერიამ ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, წესისა და ადგილების განსაზღვრის შესახებ მუშაობა დაიწყეს. შესაბამისი ნორმატიული აქტი საკრებულომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დღეს მიიღო.
მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლებმა პარკირების ადგილების დათვალიერება-აზომვითი სამუშაოები შარშან აგვისტოში ჩაატარეს. მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ხუბუა მაშინ აცხადებდა, რომ პარკირების ადგილების მონიშვნა და ტაქსებისათვის შესაბამისი სადგომების გამოყოფა უმოკლეს დროში მოხდებოდა.
ზუგდიდის მერია პარკირების ადგილების მოწესრიგებას იწყებს
ზუგდიდში პარკირების პრობლემა
მასალის გამოყენების პირობები