ყოფილმა დეპუტატმა რადიო „ათინათთან“ საუბრისას მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური სიბეცის კიდევ ერთი მაგალითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა.
„აგვისტოში, მოთხოვნის და დადადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს ჩემი არყოფნის დამადასტურებელი საპატიო გარემოებების შესახებ ინფორმაცია წარვუდგინე, თუმცა უფლებამოსილ პირებს ჩემთვის არ უცნობებიათ, დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს თუ დამატებით სჭირდებოდათ სხვა მტკიცებულებები. ამდენად, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი. ეს არის ჩვენს პარტიაზე ზეწოლა. ხელისუფლებას, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების და შესაბამისად, ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი ამოძრავებს, აშკარა თვითნებობაზე გადავიდა და საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს.ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში მარტივად დავადასტურებთ დღეს მიღებული გადაწყვეტილების სრულ უსაფუძვლობას“, - აცხადებს მურღულია.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ცოტნე მურღულიას და კახა მიქაიას უფლებამოსილებები შეუწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები