რუბრიკები
ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონს შპს „დაგი“ ააშენებს
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში „უეფას“ სტანდარტების შესაბამის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონს შპს „დაგი“ ააშენებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და შესაბამისად გამარჯვებულიც ის გახდა. ქალაქის მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის ხელშეკრულება 16 ნოემბრამდე უნდა გაფორმდეს. შესყიდვის ღირებულება 9`747`000.00 ლარს შეადგენს. სტადიონის მშენებლობაზე მესამედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ: შპს „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ და შპს „დაგი“ მიიღო. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე პირველად გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი - რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანია შპს „ლიტომ“- ი მონაწილეობდა. ზუგდიდის მერიამ აღნიშნულ კომპანიას მაშინ უარი არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და შესაბამისად ტენდერი არ შედგა. ზუგდიდში ,“ფიფას” სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი კომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს. სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. სტადიონის მშენებლობა „თბილქალაქ პროექტმა“ მოამზადა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ. ლარს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.