ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში „უეფას“ სტანდარტების შესაბამის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონს შპს „დაგი“ ააშენებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და შესაბამისად გამარჯვებულიც ის გახდა. ქალაქის მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის ხელშეკრულება 16 ნოემბრამდე უნდა გაფორმდეს. შესყიდვის ღირებულება 9`747`000.00 ლარს შეადგენს.
სტადიონის მშენებლობაზე მესამედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ: შპს „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ და შპს „დაგი“ მიიღო.
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე პირველად გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი - რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანია შპს „ლიტომ“- ი მონაწილეობდა. ზუგდიდის მერიამ აღნიშნულ კომპანიას მაშინ უარი არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და შესაბამისად ტენდერი არ შედგა.
ზუგდიდში ,“ფიფას” სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი კომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს. სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. სტადიონის მშენებლობა „თბილქალაქ პროექტმა“ მოამზადა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ. ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები