სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმო ვითარებაში სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორმა ლევან შონიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ გახსნეს.
ბაღის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 222 221 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო საძინებელი, გასართობი ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილები და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.დასაქმებულია 6 ადამიანი.
დაგეგმილია ასევე ეზოს კეთილმოწყობა, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები.სოფელში ამ დრომდე ბავშვებს უსახურ, არასტანდარტულ შენობაში უწევდათ ყოფნა.
წლის ბოლომდე ჩხოროწყუში კიდევ 3 ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში (ჭოღა, ახუთი ჩხოროწყუს ცენტრი).
საბავშვო ბაღის გახსნას გარახაში ადგილობრივი ხელისუფლების და ჩხოროწყუს სკოლამდელი სააღზმრდელო დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჩხოროწყუში სულ 34 საბავშო ბაღია, აქედან ოცდაათს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.
მასალის გამოყენების პირობები