რეცეპტის ინგრედიენტები:
2/3 ჭიქა (85გ) ფქვილი
5 მთელი 1/2 ჭიქა (405გ) ქოქოსის ფანტელები
1/4 ჩაის კოვზი (2გ) მარილი
1 კონსერვი (380გ) ტკბილი შედედებული რძე (“სგუშონი”)
2 ჩაის კოვზი (10მლ) ვანილის ექსტრაქტი
მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე. საცხობი ლანგარი დაფარეთ ალუმინის ფოლგით ან პერგამენტის ქაღალდით.
2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, მარილი და ქოქოსის ფანტელები (ხის კოვზის გამოყენებით). ჩაუმატეთ შედედებული რძე, ვანილის ექსტრაქტი და ხელებით კარგად შეურიეთ.
3. გააკეთეთ დაახლოებით 4 სანტიმეტრიანი დიამეტრის ბურთულები და დაალაგეთ საცხობ ლანგარზე. აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ მოასხით გამდნარი შოკოლადი და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები