რუბრიკები
TELEGRAPH-ის რეკომენდირებულ ქალაქებს შორის, თბილისი მერვე ადგილზეა
ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Telegraph-ი, ევროპის იმ ქალაქების სიას აქვეყნებს, რომელთა მონახულება, გამომცემლობის აზრით, აუცილებლად ღირს. ჩამოთვლილ 21 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქიც არის, იგი სიის მერვე ადგილს იკავებს. პირველ ადგილს ქალაქი ბერგამო იკავებს, რომელიც იტალიაში მდებარეობს, ხოლო მეორე ადგილი ესპანეთის ქალაქ ვიტორიას ეკუთვნის, რომელიც XV-XVI საუკუნის გასაოცარი სასახლეებით, ძეგლებითა და სახლებით დაიმსახურა გამომცემლობის ყურადღება. მესამე ადგილზე პორტუგალიაში მდებარე პატარა ქალაქი ტავირაა, მას მოსდევს ხორვატიის ქალაქი ოსიეკი, რომელიც განთქმულია ულამაზესი, ნეო-გოთიკური წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიით. მეხუთე ადგილზე მაკედონიის დედაქალაქი სკოპიეა, მეექვსეზე – შვედეთის ქალაქი უმეო, ხოლო მეშვიდეზე – კვლავ იტალიაა ქალაქი ტრევიზოთი. მერვე ადგილზე კი თბილისია. გარდა იმისა, რომ გამომცემლობა საკუთარ აზრს აფიქსირებს და წერს, რომ “სანამ ყველამ დაგასწროთ, სასწრაფოდ ადექით და ჩადით თბილისში”, იგი იმასაც აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოა ქართველი მომღერლის ქეთი მელუას სამშობლო, სადაც ის გაიზარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.