თქვენ დაგჭირდებათ ☛
• 150 გ. კარაქი.
• 3 ც. კვერცხი.
• 180 გ. ფქვილი.
• 150 გ. შაქარი.
• ½ ჩ.კ. სოდა.
• 1 ჩ.კ. დარიჩნი.
• 2 ს.კ. ხსნადი ყავა. (გახსენით 2ს.კ. ცხელ წყალში).
მომზადების წესი:
✔ ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. დაუმატეთ კვერცხი, შემდეგ კი გაციებული ყავა. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, სოდა, დარიჩინი.
✔ გადაანაწილეთ ცომი ცხიმწასმულ ფორმებში. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 20 წუთი.
✔ კექს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადის მინანქარი.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები