ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, "ხუდონი" ძალზე რთული და მძიმე პროექტია, რადგან ჰესის მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, ხელისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოუწევს.
"ვმუშაობთ. "ხუდონი" არის ძალიან რთული პროექტი. ძალიან მძიმეა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მშენებლობას, ამიტომ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ამ პროექტთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი", - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები