რუბრიკები
კვლევა: Facebook-ის დატოვება ადამიანებს ბედნიერს ხდის
Facebook-ის გამოყენებაზე უარის თქმა ადამიანებს ბედნიერებს ხდის და ასევე უმცირებს მარტოობის და სიბრაზის გრძნობას, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კოპენჰაგენის ინსტიტუტის მკვლევარები. კვლევამ აჩვენა, რომ 1 კვირაში იქიდან, რაც მომხმარებელი აღარ შედის საიტზე და არ უყურებს განახლებებს, მისი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი გაცილებით იზრდება. ინსტიტუტის მკვლევარებმა დანიის 1095 მოქალაქე შეარჩიეს და მათ სთხოვეს არ შესულიყვნენ საიტზე 1 კვირის განმავლობაში. კვლევის მონაწილეებს ასევე სთხოვეს შეეფასებინათ ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი 10-ბალიანი შკალის მიხედვით, ექსპერიმენტის დასაწყისში და მისი დასრულების შემდეგ. 7 დღეში, საშუალო მაჩვენებელი 7,56-დან 8,12-მდე გაიზარდა. ექსპერიმენტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს მეტი სოციალური აქტიურობა და ასევე ნაკლებად აგრესიული გახდნენ და თავს აღარ გრძნობენ მარტოსულად. კოპენჰაგენის ინსტიტუტის დირექტორმა მეიკ უაიკინგმა Facebook-ის მომხმარებლებს მოუწოდა, ხშირად გაუზიარონ თავის მეგობრებს სოციალურ ქსელში საკუთარი წარუმატებლობები და იმედგაცრუებები, რათა ინტერნეტმა ადამიანებს არ შეუქმნას დამახინჯებული წარმოდგენა რეალურ ცხოვრებაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.