Facebook-ის გამოყენებაზე უარის თქმა ადამიანებს ბედნიერებს ხდის და ასევე უმცირებს მარტოობის და სიბრაზის გრძნობას, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კოპენჰაგენის ინსტიტუტის მკვლევარები.
კვლევამ აჩვენა, რომ 1 კვირაში იქიდან, რაც მომხმარებელი აღარ შედის საიტზე და არ უყურებს განახლებებს, მისი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი გაცილებით იზრდება.
ინსტიტუტის მკვლევარებმა დანიის 1095 მოქალაქე შეარჩიეს და მათ სთხოვეს არ შესულიყვნენ საიტზე 1 კვირის განმავლობაში. კვლევის მონაწილეებს ასევე სთხოვეს შეეფასებინათ ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი 10-ბალიანი შკალის მიხედვით, ექსპერიმენტის დასაწყისში და მისი დასრულების შემდეგ. 7 დღეში, საშუალო მაჩვენებელი 7,56-დან 8,12-მდე გაიზარდა. ექსპერიმენტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს მეტი სოციალური აქტიურობა და ასევე ნაკლებად აგრესიული გახდნენ და თავს აღარ გრძნობენ მარტოსულად.
კოპენჰაგენის ინსტიტუტის დირექტორმა მეიკ უაიკინგმა Facebook-ის მომხმარებლებს მოუწოდა, ხშირად გაუზიარონ თავის მეგობრებს სოციალურ ქსელში საკუთარი წარუმატებლობები და იმედგაცრუებები, რათა ინტერნეტმა ადამიანებს არ შეუქმნას დამახინჯებული წარმოდგენა რეალურ ცხოვრებაზე.
მასალის გამოყენების პირობები