დედაქალაქში მიმდინარე "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ფოთშიც შეუერთდნენ. ალიანსის წევრბმა ქალაქის მერიასთან კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეთა შორის არიან ფოთის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან" მალხაზ ბუკია და პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე უშანგი გეგენავა.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ალიანსის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს და კარვები აიღეს.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები, მათ შორის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე დღეა, შიმშილობს. მოშიმშილეები საგარეჯოს რამდენიმე უბანზე შუალედური არჩევნების შედეგების გაუქმებას და თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინსიტრების გადადგომას ითხოვენ, რადგან, მათივე მტკიცებით, არჩევნების გაყალბებაში სწორედ მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან გარეული.
მასალის გამოყენების პირობები