რუბრიკები
ფოთში "პატრიოტთა ალიანსის" კარვების აქცია პოლიციამ დაშალა
დედაქალაქში მიმდინარე "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ფოთშიც შეუერთდნენ. ალიანსის წევრბმა ქალაქის მერიასთან კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეთა შორის არიან ფოთის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან" მალხაზ ბუკია და პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე უშანგი გეგენავა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ალიანსის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს და კარვები აიღეს. შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები, მათ შორის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე დღეა, შიმშილობს. მოშიმშილეები საგარეჯოს რამდენიმე უბანზე შუალედური არჩევნების შედეგების გაუქმებას და თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინსიტრების გადადგომას ითხოვენ, რადგან, მათივე მტკიცებით, არჩევნების გაყალბებაში სწორედ მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან გარეული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.