დღეს ზუგდიდში, პირველ საჯარო სკოლაში საერთაშორისო ბიზნეს სკოლის „Mini Boss” პრეზენტაცია გაიმართა. მას მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები დაესწრნენ. „Mini Boss” დამფუძნებლებმა შეკრებილებს სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს. ზუგდიდში სკოლას ამ ეტაპზე 6-დან 15 წლამდე ასაკის 14-მდე მოსწავლე ჰყავს. აღნიშნულ სკოლაში სწავლა ფასიანია და გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება.
საქართველოში „Mini Boss” დამფუძნებლის ნაზი არონიას თქმით, სკოლის მიზანია მოსწავლეს დაეხმაროს აირჩიოს და დაეუფლოს იმ პროფესიას, რომლის ნიჭიც მას აქვს.
„ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული მეთოდიკა და განსხვავებული პროგრამა, რომელსაც მოსწავლეები განავითარებენ და შეისწავლიან სხვადასხვა ტურებით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ“, - თქვა ნაზი არონიამ.
„Mini Boss” - ი ჯერჯერობით საქართველოს ორ ქალაქში - თბილისსა და ზუგდიდში ფუნქციონირებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები