თქვენ დაგჭირდებათ ☛
• 500 მლ. რძე.
• 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი.
• 1 ც. ვანილის ჩხირი.
• 3 ს.კ. შაქარი.
• 1 ს.კ. გახეხილი შოკოლადი.
მომზადების წესი:
✔ ვანილის ჩხირი შუაზე გაჭერით და ამოაცალეთ შიგთავსი.
✔ სახამებელს ზემოდან დაასხით ნახევარი ჭიქა რძე და ძალიან ფრთხილად მოურიეთ, რომ რგოლები არ გაიკეთოს.
✔ დარჩენილი რძე ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ვანილი (როგორც ჩხირი ისე შიგთავსი) და აადუღეთ, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, ამოაცალეთ ვანილის ჩხირი და დაუმატეთ რძეში გახსნილი სახამებელი.
✔ დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ 2-3 წუთი, გამუდმებით ურიეთ. მზა კისელი გააციეთ, ჩამოასხით ჭიქებში და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები