“სკაიპით” განხორციელებული ზარები, მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში, უფასო იქნება, – აღნიშნულის შესახებ კომპანია “სკაიპი” ავრცელებს ინფორმაციას.
უფასო სერვისი მოიცავს ყველა შიდა და საერთაშორისო ზარს სტაციონალური და მობილური ტელეფონებიდან.
“იმ საშინელი მოვლენების გამო, რაც პარიზში მოხდა, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ფრანგ მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც საფრანგეთში ახლობლები ჰყავთ, რათა ჰქონდეთ კონტაქტი ოჯახთან და მეგობრებთან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მთელს საფრანგეთს”, – აცხადებს კომპანია “სკაიპი”
მასალის გამოყენების პირობები