თქვენ დაგჭირდებათ ☛
• 300 გ. ქამა სოკო.
• 400 გ. ღორის ხორცი.
• 100 გ. ბულგრული წიწაკა.
• 100 გ. პომიდორი.
• 150 მლ. ნაღები 25%-იანი.
• 100 მლ. ზეითუნის ზეთი.
• მარილი და პილპილი გემოვენბით.
მომზადების წესი:
✔ ხორცი დაჭერით კუბიკებად. გააცხელეთ ქვაბი და ჩაასხით მასში 50 მლ. ზეითუნის ზეთი. მოათავსეთ ხორცი ქვაბში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. 15 წუთი თუშეთ.
✔ სანამ ხორცი იწვება, მსხვილად დაჭერით ქამა სოკო, კუბიკებად დაჭერით პომიდორი და გრძლად ბულგარლი წიწაკა.
✔ 15 წუთის შემდეგ გადასხით ცხიმი ქვაბიდან და ჩაასხით 50 მლ. ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და სოკო. 5 წუთი შეწვით და თან ურიეთ.
✔ ჩაასხით ქვაბში ნაღები და წყალი ისე, რომ ბოსტეულის და ხორცის 2/3 დაიფაროს. თუშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები