ინგრედიენტები:
კომბოსტოს ფოთლები 12 ცალი
კვერცხი 1-2
საფანელი 2 ს.კ
ყველი პარმეზანი 1 ს.კ
ზეთი შესაწვავად
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
კომბოსტოს ფოთლები მარილიან მდუღარე წყალში მოვწალოთ, გადავწუროთ და შევაშროთ.
კვერცხი გავთქვიფოთ მარილთან და პილპილთან ერთად.
საფანელში ავურიოთ გახეხილი პარმეზანი.
კომბოსტოს ფოთლები სათითაოდ გადავახვიოთ რულეტივით და ამოვავლოთ ჯერ კვერცხში შემდეგ ყველისა და საფანელის ნარევში.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ რულეტები.
მასალის გამოყენების პირობები