ქუთაისის ერთ-ერთმა ვიცემერმა თენგო თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თოფურიძემ ჟურნალისტებისათვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თოფურიძის თქმით, ის თანამდებობას ტოვებს იმისათვის, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის ახალ შემსრულებელს შოთა მურღულიას ახალი გუნდის დაკომპლექტებისათვის არჩევანის მეტი თავისუფლება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ თენგო თოფურიძე ერთ-ერთი ვიცემერია, რომელიც რამდენიმე თვის წინ კონკურსის წესით დაინიშნა. თოფურიძის გარდა, თანამდებობა კიდევ ერთმა ვიცემერმა კოტე ლომიძემ დატოვა.
ლომიძის ადგილზე რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაინიშნა, რომელსაც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის ბრძანებით, მერის მოვალეობის შესრულება დაეკისრა.
მასალის გამოყენების პირობები