„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წარდგინებით მიმართა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა პრემიერს მთავრი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურაც წარუდგინა.
2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ცვლილებების ძალაში შესვლამდე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.
მასალის გამოყენების პირობები