ოპოზიციის აქტივისტებმა კიევში მთავრობის სახლის პიკეტირება დაიწყეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მინისტრთა კაბინეტის შენობის შესასვლელი რკინის ღობეებით არის შემოსაზღვრული. წესრიგს სამართალდამცავების გაძლიერებული რაოდენობა აკონტროლებს. მთავრობის სახლთან მილიციის სპეცდანაყოფების 10 ავტობუსია მობილიზებული.
ამ დროისათვის კიევში ევროინტეგრაციის მომხრეეები ორ ბანაკად არიან განლაგებულები. ერთი ნაწილი ევროპის მოედანზე იმყოფება, მეორე მინისტრთა კაბინეტის შენობის მიმდებარედ, მაიდანზე.
მასალის გამოყენების პირობები