კიევში, უკრაინის მთავრობის სახლთან შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მთავრობის სახლთან შეკრებილ უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ მოხდა შეტაკებები, რა დროსაც მილიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამასთან, "რია ნოვოსტის" ცნობით, 500-მდე მომიტინგე უკრაინის მთავრობის სახლთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ქვეყნის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლებას.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სახლის შტურმის მცდელობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები