ევროინტეგრაციის მომხრე უკრაინელები კიევის ცენტრში აქციას დღესაც განაახლებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციის მონაწილეები დილიდან ისევ მთავრობის სახლთან შეიკრიბებიან და პიკეტირებას განაახლებენ. საღამოს კი ევროპის მოედანზე მიტინგი და კონცერტია დაგეგმილი.
უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები 21 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეაჩერა.
საპროტესტო აქციებს სამართალდამცავებთან შეტაკებების გარეშე არ ჩაუვლია. მილიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი ორჯერ გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები