Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/maxresdefault.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/maxresdefault.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/maxresdefault.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/maxresdefault.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ვილნიუსის სამიტამდე 2 დღით ადრე ბაროზო და ვან რომპეი განცხადებას ავრცელებენ
  ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, ვილნიუსის სამიტი სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ ოთხ წელიწადს დაასრულებს."ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად დემოკრატიისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას. ვილნიუსის სამიტი დაასრულებს პირველ დეკადას, სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ ოთხ წელიწადს. გავაგრძელებთ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ასევე ნაბიჯების გადადგმას ვიზის ლიბერალიზაციისკენ", - განაცხადა რომპეიმ. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობა სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მოქალაქეებს ცვლილებითა და ახალი პერსპექტივით უზრუნველყოფს". "იგი არის გაცილებით დიდი ტრანსფორმაციის ნაწილი, რომელსაც ადგილი აქვს ევროკავშირის საზღვრებში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირი გახდა ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტიციების წყარო, პოლიტიკური წარმომადგენელი და საიმედო პარტნიორი ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების დიდი ნაწილისთვის. საბოლოო ჯამში, ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შეუძლიათ მხოლოდ აღორძინდნენ, როგორც ინტეგრირებული კონტინენტი, გამყოფი ხაზების გარეშე", - განაცხადა ბაროზომ.აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში 28-29 ნოემბერს გაიმართება. სამიტს ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან ერთად ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო უხელმძღვანელებს.სამიტს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უმასპინძლებს. 6 პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენენ – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იური ლიენსა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი.ამასთან, სამიტზე ხელი მოეწერება ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას გულისხმობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.