აფხაზეთში ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორის, იზიდა ჭანიას მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა. ფოტოზე, რომელიც იზიდა ჭანიამ გაავრცელა, ჩანს ავტომობილის დამწვარი წინა ნაწილი. სავარაუდოდ, მანქანას ჯერ ასაალებელი სითხე მოასხეს.ჩამსხვრეულია ავტომობილის საქარე მინა.
იზიდა ჭანია თვლის, რომ ამ გზით, მასზე აფხაზეთში მოქმედი რეჟიმის და კერძოდ ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ მიმართული სტატიის გამოქვეყნებისათვის იძიეს შური "აი, ასეთი სიტყვის თავისუფლება გამოგვდის ანუ წესრიგი ანქვაბისეულად ",- წერს ჭანია საკუთარ Facebook გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები