საქართველოსთვისაც ძალიან სასურველია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რადგანაც ეს ითვალისწინებს ორ რამეს, პირველი - ქვეყნის დეოკუპაციას და მეორე - აღიარების უკან წაღებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"ხოლო რაც შეეხება იმას, რისი წინააღმდეგი და რისი მომხრეა რუსეთის ფედერაცია, ამაზე პასუხი ძალიან მარტივად არის გაცემული ნატო-ს მხრიდან, ასევე საქართველოსა და სხვა იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთაც უნდათ ნატო-ს წევრობა. მხოლოდ ნატოს და მისი პარტნიორების გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი ურთიერთობა და მესამე მხარეს ამ ურთიერთობაზე და ამ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ასე რომ, ეს არის ძალიან მარტივი პასუხი რუსეთის პოზიციისთვის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები