Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/giorgiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტია, რომელსაც საკაცობრიო კულტურა ეფუძნება. ადამიანის თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისა და თანასწორობისაკენ განსაზღვრავდა პროგრესს ისტორიის ყველა ეტაპზე. ჯერ კიდევ ანტიკურ ფილოსოფიაში, იდეურ-ქრისტიანულ ეთიკაში სრული სისავსით და სიცხადით გამოვლენილმა ამ სულისკვეთებამ მიმართულება მისცა მსოფლიოს პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ განვითარებას. ქართული კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზენაესობა ჩვენი კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია უპირველს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. თავისუფლების იდეალი უმთავრესი ორიენტირი იყო საქართველოს საუკეთესო მმართველების, პოეტების, ფილოსოფოსების, პოლიტიკური, რელიგიური თუ საზოგადო მოღვაწეებისათვის. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის საბოლოო და შეუქცევადი გამარჯვებაა. მაგრამ, როდესაც მთელ მსოფლიოსთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ტრადიციას გაგრძელება და განვითარება სჭირდება, რომ ისტორიაში არასდროს დგება მომენტი, როდესაც თავისუფლება - საკმარისია, როდესაც სასურველ ვითარებას მივაღწიეთ და უფლება გვაქვს, მიღწეულს დავჯერდეთ, რომ თითოეული ადამიანის თავისუფლების მაქსიმალური უზრუნველყოფა მხოლოდ ყველა ჩვენგანის ყოველდღიური, უწყვეტი ძალისხმევითაა შესაძლებელი", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.