საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის პირველ ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამართავს, - ამის შესახებ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
გარდა ამისა, ფანჯიკიძის განცხადებით, 2014 წლის იანვრის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით გაემგზავრება ისრაელში, სადაც ერთ-ერთი განხილვის თემა ვიზების საკითხი იქნება.
რაც შეეხება ისრაელთან უვიზო მიმოსვლას, ფანჯიკიძის განმარტებით, "უვიზო მიმოსვლა ძალიან მალე შევა ძალაში".
მასალის გამოყენების პირობები