Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/34127.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/34127.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/34127.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/34127.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ კარდაკარის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი "კარდაკარის" მონაცემები მხოლოდ კომისიის მუშაობის შედეგებს ასახავს, - ამის შესახებ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ  განაცხადა. მისივე თქმით, ალტერნატიული კარდაკარის ორგანიზატორებს კომისიისთვის არ მიუმართავთ და არც ერთი უზუსტობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ალტერნატიულ კარდაკარს "ამომრჩეველთა ლიგა" და კოალიცია "ქართული ოცნება" ერთდროულად ატარებს. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამომრჩეველთა სია დღევანდელი მდგომარეობით, იძლევა იმის რწმენას რომ სიები არის ზუსტი და საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები. "საარჩევნო სიების თემა ტრადიციულად იყო ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა საქართველოში ყველა არჩევნების დროს. ის სამუშაო რომელიც გაატარა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ ვფიქრობ რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას იმის თობაზე, თუ რამდენად ზუსტია საარჩევნო სიები საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ოქტომრბის არჩევნებში. კომისია მუშაობას გააგრძელებს, რათა ნებისმიერი შემდგომი შესწორება იყოს ასახული საარჩევნო სიებში. უკვე დღეის მდგომარეობით ის სამუშაო რომელიც შესრულებულია, იძლევა იმის რწმენას, რომ სიები არის ზუსტი და საქართველოში იქნება ობიექტური არჩევნები"-აღნიშნა ბაქრაძემ. კარდაკარის შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 3 483 143 ამომრჩეველი. აქიდან 2 160 608 ამომრჩეველის მონაცემი არის ზუსტი. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ასევე დაადგინა ის თუ რამდენია გამოტოვებული ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ასევე კომისიას აქვს ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ და სიაში აღმოჩნდა 25 949 გარდაცვლილი, საზღვარგარეთ კი არის 200 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო შიდა მიგრაციაში არის 649 839 ადამიანი. მამუკა კაციტაძის განცხადებით, კომისია სიების დაზუსტებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს. პირველ სექტემბრამდე კომისია სიების დაზუსტების მიზნით მოსახლეობის მიმართვებს შეისწავლის და გაითვალისწინებს. კაციტაძის თქმით, სრული სახით სია 15 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.