საქართველო მზად არის დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს რუსეთთან, თუმცა ეს ჯერ შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ჯერჯერობით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულად რჩებიან. ამ ტერიტორიების გამოყოფა რუსეთის დახმარებით მოხდა. ახლა კი, ჩემი აზრით, ეს თვითონ რუსეთს უქმნის საფრთხეს. იმედი მაქვს, რუსეთში ამას მიხვდებიან. თუ ვერ მიხვდებიან, ძველებური მეგობრული ურთიერთობების აღდგენა პრობლემატური იქნება. "ბორჯომისა" და ღვინის გამო შერიგებას არ ვაპირებთ. ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტერიტორიები კი არ არის, ეს არის ხალხი. იქ ჩვენი ძმები –აფხაზები და ოსები ცხოვრობენ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ისინი უნდა დავიბრუნოთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ ომს. ჩვენ გვინდა საქართველო ნამდვილ, ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ, რომ მათთვის ჩვენთან ცხოვრება საინტერესო იყოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩაერევა და ხალხი თვითონ უნდა გაერკვეს ყველაფერში. "ეს განცხადება იმედისმომცემად მეჩვენა", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ ნანობს, რომ ვერ შეხვდა ვლადიმერ პუტინს, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამის შანსი არ იყო. "ამის შანსი არ იყო, თუმცა, მე მზად ვიყავი", -განაცხადა ივანიშვილმა.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები