ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებამ ადგილობრივებისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტების გაცემა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ სააგენტო "ოსინფორმ.რუ" ავრცელებს.
პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის ძალოვნები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტებს ასახელებენ. როგორც მათივე განცხადებებიდან ხდება ცნობილი, 10 შემთხვევიდან 8 თავად ადგილობრივებსა და რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.
რუსეთის ერთ მოქალაქეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც. რაც შეეხება ქართველებს, ორი დაკავებული პირი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები