ვოლგოგრადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
"ინტერფაქსი" კი იუწყება, რომ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში ბომბი აფეთქდა. ჯერჯერობით დაუდგენელი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობის შესავლელში ამოქმედდა.
რკინიგზის სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ შემოღობილი. ადგილზე ერთმანეთის მიყოლებით მიდიან სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები