Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/1351843759_pata-zaqareishvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/1351843759_pata-zaqareishvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/1351843759_pata-zaqareishvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/1351843759_pata-zaqareishvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი - მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, სააკაშვილი მართალი იყო
ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზებსა და ოსებისთვის საკუთარი თავის, სიყვარულის ან რაიმე ამდაგვარის თავს მოხვევას. ჩვენ არ უნდა დავშორდეთ მათ, აფხაზებსა და ოსებს დიდი არჩევანი არ აქვთ – ეს რუსეთი ან საქართველოა, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა "ბიბისის" რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში. "მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ სხვა არჩევანიც შევთავაზოთ – არა რუსეთი ან საქართველო, არამედ რუსეთი ან ევროპა. კონფლიქტის მოგვარებას ევროკავშირი კი არ შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ საქართველოს შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დემოკრატიული ინსტიტუტების მთელი პაკეტი შესთავაზოს, ასე მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა როგორც მთლიანად, ასევე უმცირესობების მხრივ. "ახლა აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც ყველაფერი რუსულია – რუსული ენა, რუსული კულტურა, რუსული ტელევიზია, რუსული არმია. ჩვენ კი შეგვიძლია მათ არა ქართული, არამედ მათი საკუთარი ფასეულობები შევთავაზოთ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ არჩევანის თავისუფლება – იმ ფასეულობების არჩევა, რაც მათთვის ხელსაყრელია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა თავად აფხაზებისა და ოსების ინტერესებში შედის. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა რუსულ "ბიბისისთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველო მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ამისთვის არანაირ წინაპირობას არ აყენებს. "სამწუხაროდ, წინაპირობებს ისინი აყენებენ. როდესაც სააკაშვილი ამბობდა, რომ მათთან ურთიერთობას არანაირი აზრი არ აქვს, რომ ისინი არ არიან მხარე და მხოლოდ რუსეთის მარიონეტები არიან, ეს მათ გაბრაზებას იწვევდა. ახლა, როდესაც ჩვენ ურთიერთობებს ვთავაზობთ, ისინი წინაპირობებს გვიყენებენ. იცით, მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, რომ სააკაშვილი მართალი იყო. მე ეს არ მინდა, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში აფხაზები და ოსები არაფერს წყვეტენ და მოლაპარაკებები პირდაპირ მოსკოვთან მოგვიწევს. ეს ის შედეგი არ არის, რომლის მიღწევაც გვინდა", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა. თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ისევ არის დრო და ქართულ მხარეს ჯერაც აქვს მოთმინება. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, პრობლემები მართლაც ბევრია, აფხაზებსა და ოსებს კი უკეთეს პირობებში უნდათ ცხოვრება. "ჩვენ გამუდმებით გვესმის ჩივილი, რომ რეგიონების მცხოვრებლები სადღაც არ შეუშვეს, ან სხვა სახის პრობლემების შესახებ. მზად ვართ დახმარებისთვის, თუ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მზად ვართ პოლიტიკური საკითხები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მოვახდინოთ ფოკუსირება. მაგრამ სად განვიხილოთ ეს პრობლემები, როდესაც პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი არ არსებობს", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებებია, რომლის ფორმატიც სპეციალურად შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. "დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტურ რეგიონებზე, მაგრამ არა მათთან, არამედ მოსკოვთან. თუ ეს მათთვის მისაღებია, კი ბატონო, მაგრამ პირდად მე ეს არ მაკმაყოფილებს. მიმაჩნია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გარდა, სადაც რუსული კონტექსტი ჭარბობს, საჭიროა პირდაპირი დიალოგი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "ბიბისის" რუსულ სამსახურთან საუბრისას. "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.