დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება შს სამინისტრომ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტების საგრძნობი მატებაა, იმატა ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების საზღვარგარეთ ექსპორტმა, ასევე გაიზარდა სატრანზიტო მოძრაობის რაოდენობა.
ამასთან, რუსეთის ფედერაციაში გამსვლელი სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ფედერაციის ვიზების გაცემა გამარტივდა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული პროცედურები იმისთვის ტარდება, რომ ვიზიტორების მოსალოდნელი მატების პირობებში დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საქართველოში შემომსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს მგზავრობისას გადაადგილება გაუმარტვივდეთ.
მასალის გამოყენების პირობები